ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 2024 წლის 10-11 მაისს გამართავს სტუდენტთა III კავკასიოლოგიურ კონფერენციას.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის (და მათთან გათანაბრებული საფეხურების) სტუდენტებს.
კონფერენცია საერთაშორისოა.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
სარეგისტრაციო ფორმის გადმოსაწერად იხ. ბმული: https://bit.ly/48RUVRP
მასალები მიიღება 2024 წლის 30 აპრილამდე მისამართზე: student.caucasology@tsu.ge
კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდული ფორმატით.
მასალების სამენოვანი კრებული გამოიცემა ელექტრონულად და მიენიჭება ISBN.
კონფერენციის ვრცელი ცნობარი იხ. ბმულზე: https://bit.ly/3KXg0QS
საორგანიზაციო კომიტეტი
0179 თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №19, III სადარბაზო,
მე-4 სართული, არნოლდ ჩიქობავას კაბინეტ-მუზეუმი
+995 599 700 317
student.caucasology@tsu.ge